დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დასაფინანსებლად პრიორიტეტული სპეციალობების განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 02/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.10.003.000.286 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დასაფინანსებლად პრიორიტეტული სპეციალობების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, „2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) შესაბამისად:
1. 2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებს დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო გრანტი გაეცემათ შემდეგ პრიორიტეტულ სპეციალობებზე:
ა) დაწყებითი განათლების პედაგოგიკა;
ბ) ზოოინჟინერია;
გ) სოფლის მეურნეობის მექანიზაცია;
დ) სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაცია;
ე) ჰიდრომელიორაცია;
ვ) მეტალურგია;
ზ) სამთო საქმე;
თ) მექანიკა-მანქანათმშენებლობა;
ი) სომხური ენა და ლიტერატურა;
კ) ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია;
ლ) აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს გრანტების გაცემა ამ დადგენილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ სპეციალობებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები