,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ახალშენში, წმინდა სამების ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (22516 კვ.მ მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 24/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 370.080.000.08.002.004.
  • Word
504
21/10/2008
სსმ, 155, 24/10/2008
370.080.000.08.002.004.
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ახალშენში, წმინდა სამების ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (22516 კვ.მ მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №504

2008 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ახალშენში, წმინდა სამების ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (22516 კვ.მ მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ახალშენში, წმინდა სამების ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო მიწის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს – სატყეო რესურსების მართვის ხელვაჩაურის განყოფილების ერგე-ორთაბათუმის სატყეოს კვარტალი №1-ის ლიტერ №3-დან 22516 კვ.მ ფართობი;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი