„საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 154, 22/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004.
  • Word
502
20/10/2008
სსმ, 154, 22/10/2008
120.340.000.08.002.004.
„საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №502

2008 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო უნიფორმის, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ინსიგნიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 მაისის №228 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №48, მუხ. 438) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №59 (სარიტუალო) და №60 (სარიტუალო-ზამთრის) პლანშეტების პირველი პუნქტები და სახმელეთო ძალების სარიტუალო უნიფორმის ნიმუშები;

ბ) ბრძანებულებას №60 პლანშეტის შემდგომ დაემატოს №60ა პლანშეტი დანართის თანახმად.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 25 დეკემბერს.

მ. სააკაშვილი

პლანშეტი 60ა

(სახმელეთო ჯარების სარიტუალო უნიფორმა)

1. ზაფხულის – თხელი თეთრი შალის ორბორტიანი კიტელი. თეთრი წინაფრიანი ქუდი მინანქრის კოკარდით. თეთრი ფერის შარვალი წითელი ზოლით. შავი ფერის ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი სააღლუმე ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ზამთრის – სქელი წითელი შალის ორბორტიანი ფარაჯა. წითელი წინაფრიანი ქუდი მინანქრის კოკარდით. შავი ფერის შარვალი წითელი ზოლით. შავი ფერის ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი სააღლუმე ატრიბუტიკა და ფურნიტურა.