დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 151 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/09/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 02/09/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.10.003.000.285 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №151
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხ. 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მ. 1:1000 ან 1:2000;
გ) ფოტომასალა, კერძოდ, საპროექტო ობიექტის საერთო ხედები, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა განხორციელების ფოტომონტაჟი;
დ) ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური ანაზომი – მ. 1:200 ან 1:500;
ე) არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები (კროკები, მასშტაბში გამოხაზული ნახაზები მ. 1:100, 1:50);
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალების ჩამონათვალი, სამშენებლო ფენების შერჩევა);
ზ) არქეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები (საკვლევი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა, არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ძეგლების განლაგების სქემა და ანაზომი, შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) ტექსტური აღწერილობა, არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში);
თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (შურფების განლაგების სქემა, დადასტურებული არქეოლოგის ხელმოწერით, ლაბორატორიული ანალიზი, ლითოგრაფიული ჭრილები და რეკომენდაციები);
ი) არსებული საშენი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
კ) მონუმენტური მხატვრობის არსებობის შემთხვევაში – მისი ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
ლ) არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ბიოქიმიური ანალიზი (აღებული სინჯების განლაგების სქემა, ლაბორატორიული ანალიზი და რეკომენდაციები);
მ) ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ნ) არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კროკები, გამოხაზული ნახაზები (მ. 1:25, 1:20) და ტექსტური აღწერილობა;
ო) კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
პ) სადემონსტრაციო მასალა (გეგმები, ფასადები, ჭრილები (მ. 1:50, 1:100, 1:200), ფრაგმენტები და დეტალები (მ. 1:20, 1:10), ფოტომონტაჟი და პროექტის დასაბუთება;
ჟ) სამუშაო გეგმა; მისი დასაბუთება პროცესის თანამიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოთა შესრულების კალენდარული გრაფიკი;
რ) სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი;
ს) ძეგლის დაზიანების ან მის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევის შემთხვევაში _ კონსტრუქციული ელემენტების კვლევა და შესაბამისი ანგარიშები.”.
2. დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „გ”, „ე”, „თ”, „ი”, „კ”, „მ”, „ო”, „ჟ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხებზე. ასევე კვლევითი სამუშაოები ხორციელდება ორი მიმართულებით:
ა) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერალური სამუშაოები;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა.”.
3. დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სანებართვო პირობების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.”.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები