ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016016
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32
05/10/2010
სსმ, 41, 21/10/2010
010260020.35.167.016016
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/10/2010 - 25/07/2014)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №32

 2010 წლის 5 ოქტომბერი

 ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

 1. დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის თანდართული დებულება.

 2. ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ოქტომბრის №25 დადგენილება.

 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. გოზალიშვილი

დანართი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულება

 მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

 2. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი – შემოსული და გასული დოკუმენტებისათვის, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ’’, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.

    მუხლი 3. სამსახურის უფროსი

სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 ა) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება ს; კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი დაწესებულებებისუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნ ას;

) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარებს, ხალხურ შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;

) წინადადებების შემუშავებას, კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტული ორგანიზაციების შექმნაზე და რეორგანიზაციაზე;

) განათლების, კულტურის, ახალგაზრდ ულ საქმეთა და სპორტის მუნიციპალურ პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა, მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამის სამუაოების დაგეგმვ და მათი განხორციელების კოორდინაცია;

) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია;

) სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობების ექსპლუატაციისათვის სარეზერვო-სათადარიგო მასალების მოცულობის განსაზღვრა, მიმდინარე და სეზონური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა;

) სკოლამდე ლი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების ორგანიზ ების კოორდინაციას; მათში მედპუნქტების ფუნქციონირების ხელშეწყობა ს;

) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

) მუნიციპალურ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურის , ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებსა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;

ლ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

მ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების, სააღმზრდელო დაწესებულებების, სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მუშაობის ორგანიზებას და მათ კოორდინაციას.

  2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

 მუხლი 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

  სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 მუხლი 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი

  1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო.

 2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.