დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 506 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 28/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.040.08.002.004. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/10/2008 - 30/12/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №506
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ
1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებისა და მათი განხორციელების კოორდინაციის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საქართველოს ანტიკრიზისული საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
მაგდალინა ანიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
პაატა დავითაია – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი თარგამაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი
გია თორთლაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
მიხეილ მაჭავარიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ზურაბ ტყემალაძე – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელი
ბაჩუკი ქარდავა – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი
გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს გია თორთლაძე.
3. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს ძირითად ფუნქციად განისაზღვროს:
ა) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სახის შედეგების ლიკვიდაციის პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია;
ბ) 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის უცხოეთის სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა სუბიექტების მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების კოორდინაცია და მონიტორინგი, დაზარალებულთათვის შესაბამისი პირობების შექმნისა და დახმარების გაწევის მიზნით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და ზედამხედველობა;
გ) დემოკრატიული რეფორმების ინტენსიფიკაციასთან, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხილვა;
დ) სხვა ანტიკრიზისული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.
4. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებულებითა და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები