„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N 892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N 892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 855
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 06/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.034.016003
  • Word
855
06/10/2010
სსმ, 128, 06/10/2010
010240060.22.034.016003
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N 892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N 892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №855

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის 892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ა” და ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის 892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 02.07.2007 წ., 94, მუხ. 1012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) სამომავლო ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გირავნობის გარიგებით განსაზღვრული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ მექნიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში;

ნ) ავტორიზებული მოგირავნე ან ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) – მოგირავნე ან ნოტარიუსი (მისი შემცვლელი), რომელსაც სააგენტოსთან დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მინიჭებული აქვს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის წარდგენის უფლება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, ავტორიზებული მოგირავნ ელექტრონული განცხადების საფუძველზე;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სააგენტოსთან გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია ელექტრონული განცხადების საფუძველზე განახორციელოს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია ან/და მიიღოს გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურება.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„71. სააგენტოსთან დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ავტორიზებული ნოტარიუსი (შემცვლელი პირის) მიერ შედგენილი ან/და დამოწმებული გირავნობის გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, ავტორიზებული ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) ელექტრონული სახის მომართვის საფუძველზე.“.

3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო ახორციელებს გირავნობის რეგისტრაციას:

ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მიქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც დეკლარირებულია სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით;

გ) სააგენტოში რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.

დ) დამგირავებლის მიერ შესაძენ სამომავლო ქონებაზე, თუ სამომავლო ქონება წარმოადგენს:

დ.ა) საქართველოში დაურეგისტრირებელ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ სატრანსპორტო საშუალებებს;

დ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.

2. სააგენტოში დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია დამატებით აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში.

3. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.

4. სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება დამგირავებლის მიერ მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

5. სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ გირავნობის გარიგებაში კონკრეტულად არ არის განსაზღვრული დამგირავებლის მიერ შესაძენი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

 6. სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაციის არსებობისას სააგენტოში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახალ მესაკუთრეზე გადაფორმების შემთხვევაში, შემძენზე გადადის დაუტვირთავი ქონება, თუ მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოში არ მოიპოვება ინფორმაცია სამომავლო ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გახდომის შესახებ. აღნიშნული წესი არ ვრცელდება, თუ შემძენი დამგირავებელია.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) გირავნობის გარიგება, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრიებელი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ელექტრონული ან მატერიალური სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკური სატრანსპოტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და მისი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარების ფაქტს;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამგირავებლის საკუთრების უფლების წარმოშობის (გარდა სამომავლო ქონებისა) დამადასტურებელი დოკუმენტი (კონოსამენტი, ინვოისი, ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვ.).

3. მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გირავნობის გარიგებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს მოგირავნისა და დამგირავებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე იურიდიული პირია – იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტი.

4. თუ დაინტერესებული პირი გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმოდგენილ უნდა იქნეს წარმომადგენლობით უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ წესით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციისათვის საჭირო გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით.“.

5.  41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ გირავნობის გარიგებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების გირავნობის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ელექტრონული სახის განცხადება/მომართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გირავნობის გარიგების შედგენის თარიღსა და ნომერს;

ბ) მონაცემებს მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს;

დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის მაქსიმალურ თანხას ან გირავნობის გარიგებაში აღნიშნული თანხის განსაზღვრის ფაქტის დადასტურებას;

) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

2. ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული სახის განცხადების/მომართვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციას.

3. ერთი ელექტრონული სახის განცხადებით/მომართვით შესაძლებელია გირავნობის რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნა მხოლოდ ერთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

4. გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული მოგირავნე ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები.

5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით გირავნობის უფლების რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული სახის მომართვის გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) თავად უზრუნველყოფს სააგენტოში ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მატერიალური დოკუმენტები წამოდგენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააგენტოში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების შესრულების შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების შესახებ იგი წერილობით გააფრთხილებს გირავნობის გარიგების მხარეებს.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან წარმოდგენილი მატერიალური დოკუმენტების ელექტრონულ დოკუმენტში არსებულ მონაცემებთან არსებითი შეუსაბამობის, ან წერილობითი ფორმის გირავნობის გარიგების ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გირავნობის რეგისტრაცია ბათილია, ხოლო გირავნობის უფლება ჩაითვლება დაურეგისტრირებლად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მხარეების კარგავენ გირავნობის რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.“.

6. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის გარიგებაში უნდა აღინიშნოს:

ა) გარიგების შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ);

გ) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებ;

დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურებულინფორმაცია გარიგების დადების დროისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);

) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოში რეგისტრირებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირავნობის საგნის აღწერილობაში მითითებულ უნდა იქნეს ტექნიკური ტალონის ნომერი და აგრეგატის ნომერი.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტ შემდეგი რედაქციით:

„4. გირავნობის გარიგებაში სავალდებულო არ არის მითითებული იქნეს ინფორმაცია დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, თუ გარიგების დადების დროისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის სააგენტოში.“.

7. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) გირავნობის გარიგება არ მოიცავს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს;“.

8. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 141 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„გ1) მოთხოვნის მომენტისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზუდვა;

2) გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნისათვის სამომავლო ქონება არ გამხდარა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შემოტანილი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ინფორმაცია გირავნობის მოწმობის გაცემის დღისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;“.

10. 181 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი