„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 03/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.004.
  • Word
475
02/10/2008
სსმ, 146, 03/10/2008
120.010.000.08.002.004.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №475

2008 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., 38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ.დ“ ქვეპუნქტი;

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო):

მ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას;

მ.ბ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს;

მ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მინისტრის სხვა დავალებების შესრულებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი