დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 02/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.283 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №149
2005 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთვარობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ელგუჯა მელაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი
არჩილ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის უფროსი
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ირაკლი ტუღუში – საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე
ლევან ფერაძე – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ირინა ხანთაძე – საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის თავმჯდომარე.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები