„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 01/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004.
  • Word
466
30/09/2008
სსმ, 144, 01/10/2008
140.120.000.08.002.004.
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №466

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის    2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

3. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

4. განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

5. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეები;

6. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

7. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

8. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

9. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

10. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

11. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

12. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

13. სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

14. სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

15. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეები;

16. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

17. სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

18. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

19. სამობილიზაციო სამსახურის მოსამსახურეები;

20. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

21. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;

22. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;

23. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი