„საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 22/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
455
19/09/2008
სსმ, 140, 22/09/2008
390.040.050.08.002.004
„საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №455

2008 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში მიჩენილი უბნის (50.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩე­ნილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტო­რიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიე­ბებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტო­რიაზე საფარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბანში გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემ­დე­ბარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ახალციხის სატყეო უბნის (ყოფილი ახალციხის სატყეო) კვარტალ №5, 6-ში 50.0 ჰა ფართობი;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამი­სად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

მ. სააკაშვილი