„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 11/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
  • Word
441
10/09/2008
სსმ, 134, 11/09/2008
120.090.000.08.002.004
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №441

2008 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 166. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა

არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ათი თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას.“;

ბ) წესდების 189-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 189. სიმთვრალე

სიმთვრალე, ე.ი. სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ათი თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს სამსახურში გამოცხადდება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.“;

გ) წესდების 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 203. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა

არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლო-ბის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ათი თვის ვადით ან სამსახურიდან დათხოვნას.“;

დ) წესდების 224-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 64-ე მუხლით; 68-ე მუხლით; 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 79-ე, 81-ე და 82-ე მუხლებით; 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 85-ე მუხლით; 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 87-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 92-ე, 95-ე და 96-ე მუხლებით; 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით; 101-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 102-ე, 103-ე, 106-ე, 107-ე მუხლებით; 149-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში); 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 166-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში); 169-ე მუხლით; 171-ე მუხლით; 174-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 176-ე, 177-ე მუხლებით; 178-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 179-ე, 180-ე მუხლებით; 181-ე მუხლით; 182-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 183-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 184-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 185-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 188-ე მუხლით; 189-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში); 190-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 201-ე მუხლით; 203-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში); 204-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 207-ე მუხლით; 208-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 209-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 211-ე, 212-ე მუხლებით; 217-ე მუხლის მე-2 პუნქტით.“;

ე) წესდების 225-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 225. ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები

ბრიგადის (I რანგის გემის) მეთაურები ბატალიონის მეთაურების წარდგინებით და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები ასეულის მეთაურის წარდგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 55-ე, 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 58-ე, 59-ე, მე-60, 62-ე მუხლებით; 63-ე მუხლის პირველი პუნქტით; 66-ე მუხლის პირველი პუნქტით; 69-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით; 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 76-ე, 77-ე მუხლებით; 78-ე მუხლის პირველი პუნქტით; მე-80 მუხლით; 84-ე მუხლის პირველი პუნქტით; 87-ე მუხლის პირველი პუნქტით; 97-ე, 98-ე მუხლებით; 99-ე მუხლის პირველი პუნქტით; მე-100 მუხლის პირველი პუნქტით; 101-ე მუხლის პირველი პუნქტით; 141-ე მუხლით; 142-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 143-ე მუხლის პირველი პუნქტით; 144-ე მუხლის პირველი პუნქტით; 151-ე, 152-ე მუხლებით; 154-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 159-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 161-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 162-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 163-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 164-ე მუხლით; 165-ე მუხლით; 166-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 167-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 170-ე, 172-ე, 173-ე მუხლებით; 175-ე მუხლით; 178-ე მუხლის პირველი პუნქტით; 182-ე მუხლის პირველი პუნქტით; 183-ე მუხლის პირველი პუნქტით; 189-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 190-ე მუხლის პირველი პუნქტით; 191-ე, 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე მუხლებით; 196-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 197-ე მუხლით; 199-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-200 მუხლით; 202-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 203-ე მუხლით (ხელფასის დაქვითვის ნაწილში); 205-ე მუხლით; 206-ე მუხლით; 208-ე მუხლის პირველი პუნქტით; 209-ე მუხლის პირველი პუნქტით; 210-ე მუხლის პირველი პუნქტით; 214-ე, 215-ე, 216-ე მუხლებით; 217-ე მუხლის პირველი პუნქტით.“;

ვ) წესდების 226-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 226. ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები

ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები ასეულის მეთაურების წარდგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 56-ე მუხლით; 57-ე მუხლის პირველი პუნქტით; 70-ე მუხლის პირველი პუნქტით; 75-ე მუხლის პირველი პუნქტით; 86-ე მუხლის პირველი პუნქტით; 88-ე მუხლით; 108-ე მუხლის პირველი პუნქტით; 114-ე მუხლის პირველი პუნქტით; 122-ე მუხლის პირველი პუნქტით; 126-ე, 131-ე, 139-ე მუხლებით; 142-ე მუხლის პირველი პუნქტით; 145-ე მუხლის პირველი პუნქტით; 146-ე, 147-ე მუხლებით; 155-ე მუხლის პირველი პუნქტით; 156-ე მუხლის პირველი პუნქტით; 157-ე მუხლის პირველი პუნქტით; 158-ე მუხლით; 159-ე მუხლის პირველი პუნქტით; 161-ე მუხლის პირველი პუნქტით; 162-ე მუხლის პირველი პუნქტით; 163-ე მუხლის პირველი პუნქტით; 167-ე მუხლის პირველი პუნქტით; 168-ე მუხლით; 184-ე მუხლის პირველი პუნქტით; 185-ე მუხლის პირველი პუნქტით; 186-ე, 187-ე მუხლებით; 196-ე მუხლის პირველი პუნქტით; 198-ე მუხლით; 199-ე მუხლის პირველი პუნქტით; 202-ე მუხლის პირველი პუნქტით; 204-ე მუხლის პირველი პუნქტით; 213-ე, 218-ე მუხლებით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 25 სექტემბერს.

მ. სააკაშვილი