"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 04/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.10.003.016030
  • Word
299
28/09/2010
სსმ, 127, 04/10/2010
480610000.10.003.016030
"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №299

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 133 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, № 1, მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.“ .

3. დადგენილებით დამტკიცებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

№

თანამდებობა

რაოდენობა

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

4

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

1

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

2

6

სამსახურის უფროსი

5

7

სამსახურის უფროსის მოადგილე

7

8

მთავარი ბუღალტერი

1

9

მთავარი სპეციალისტი

11

10

წამყვანი სპეციალისტი

3

11

უფროსი სპეციალისტი

2

12

სამეურნეო მოხელე

1

13

მძღოლი

1

 

სულ:

38

                                                                                                                            “.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური