„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 294
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 04/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016025
  • Word
294
28/09/2010
სსმ, 127, 04/10/2010
280120000.10.003.016025
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №294

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №155, მუხლი 1834) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:                         

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ანდრია ურუშაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

კახა ბაინდურაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ნიკა რურუა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დიმიტრი შაშკინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე ინვალიდობის სხვადასხვა სახეობის უფლებათა დამცველი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ნ. გილაური