დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 800 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 04/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.08.002.016020 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/10/2010 - 19/05/2011)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №800
2010 წილს 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა მოწესრიგების მიზნით:
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა განახორციელონ ამ ბრძანებულების დანართით განსაზღვრული პირების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, რაც მოიცავს დახვედრისა და გაცილების ცერემონიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობას.
2. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა აგრეთვე ახორციელებს იმ თანამდებობის პირების, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ ბრძანებულების დანართით, აგრეთვე მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთა ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი
იმ პირთა ნუსხა, რომელთა ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე;
გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
თ) საქართველოს მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები;
ი) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი;
ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
მ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
ო) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
პ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
ჟ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
რ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
ს) ქ. თბილისის მერი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები