"ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 18/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.129.016002
  • Word
18
01/10/2010
სსმ, 39, 18/10/2010
010250040.35.129.016002
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №18

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №4 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;“.

2. დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“.

3. დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“.

4. დებულების (რეგლამენტის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე -11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს; ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;“.

5. დებულების (რეგლამენტის) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია;“.

6. დებულების (რეგლამენტის) 93-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის, და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარი. ჭუმბურიძე