დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 407 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 19/08/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 20/08/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №407
2008 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) წესდების მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ხელფასი – თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დანამატები;“;
ბ) წესდების მე-5 მუხლს დაემატოს ,,კ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ1) არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა – დისციპლინურ გადაცდომაზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში ერთჯერ ან მეტჯერ ჩადენილი იმავე სახის დისციპლინური გადაცდომა.“;
გ) წესდების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უწყებრივი მედლის ნიმუშს შეიმუშავებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
შენიშვნა:
1. უწყებრივი მედლით დაჯილდოება ხორციელდება ამ წესდებითა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. ამ წესდების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 68-ე მუხლით, 694 მუხლის მე-2 პუნქტით, 695 მუხლის მე-2 პუნქტით, 96-ე მუხლით, 102-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყებრივი მედლით დაჯილდოება ხორციელდება ამ წესდებით დადგენილი წესით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში – შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.
დ) წესდების 149-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 149. სიმთვრალე
სიმთვრალე, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის სამსახურში ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამსახურიდან დათხოვნას.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ ვრცელდება იმ სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფ პირზე, რომელიც დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს სამსახურში გამოცხადდება ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.“;
ე) წესდების 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 223. რაიონული (საქალაქო) სასამართლო
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 109-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 111-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 112-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 113-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 114-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე მუხლებით; 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 127-ე, 129-ე მუხლებით; 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 132-ე, 134-ე, 135-ე, 136-ე, 137-ე მუხლებით; 143-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 145-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 148-ე მუხლით; 149-ე მუხლით (ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში); 150-ე მუხლის პირველი პუნქტით; 153-ე, 160-ე მუხლებით; 174-ე მუხლის პირველი პუნქტით.“;
ვ) წესდების 224-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 64-ე მუხლით; 68-ე მუხლით; 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 79-ე, 81-ე და 82-ე მუხლებით; 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 85-ე მუხლით; 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 87-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 92-ე, 95-ე და 96-ე მუხლებით; 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით; 101-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 102-ე, 103-ე, 106-ე, 107-ე მუხლებით; 149-ე მუხლით (სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში); 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 169-ე მუხლით; 171-ე მუხლით; 174-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 176-ე, 177-ე მუხლებით; 178-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 179-ე, 180-ე მუხლებით; 181-ე მუხლით; 182-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 183-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 184-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 185-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 188-ე მუხლით; 189-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 190-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 201-ე მუხლით; 204-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 207-ე მუხლით; 208-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 209-ე მუხ-ლის მე-2 პუნქტით; 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 211-ე, 212-ე მუხლებით; 217-ე მუხლის მე-2 პუნქტით.“;
ზ) წესდების 248-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზემოქმედების სხვა ზომების ამოწურვის შემთხვევაში დისციპლინურ გადაცდომათა აღსაკვეთად, პირის დასადგენად, დისციპლინური ოქმის შესადგენად (თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ შეუძლებელია მისი ადგილზე შედგენა), საქმის დროულად და სწორად განხილვისა და დისციპლინურ საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე წესდების 109-ე მუხლის მე-2 პუნქ-ტით; 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 111-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 112-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 113-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 114-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე მუხლებით; 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 127-ე, 129-ე მუხლებით; 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 132-ე, 134-ე, 135-ე, 136-ე, 137-ე მუხლებით; 143-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 145-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 148-ე მუხლით, 149-ე მუხლით, 150-ე მუხლის პირველი პუნქტით, 153-ე, 160-ე მუხლებით; 174-ე მუხლის პირველი პუნქტით გათალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები