დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 401 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 06/08/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 07/08/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №401
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №1 დანართის „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სამინისტროსა და მისი უცხოეთის ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საქართველოს საპატიო კონსულებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, სამხედრო ატაშატის წევრებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებს, 18 წლამდე ასაკის შვილებს, გერებს და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს (გარდა საპატიო კონსულისა და დიპლომატიური კურიერისა);
ც) უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ან უწყებათა წარმომადგენლებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებს, 18 წლამდე ასაკის შვილებს, გერებს და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს;“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის „პ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობების, სამხედრო ატაშატისა და მისიათა ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მეუღლეებს, 18 წლამდე ასაკის შვილებს, გერებს და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს;“;
,,ს) უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ან უწყებათა წარმომადგენლებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, ხოლო თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებს, 18 წლამდე ასაკის შვილებს, გერებს და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები