„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 05/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.08.002.004.
  • Word
400
05/08/2008
სსმ, 111, 05/08/2008
010.330.000.08.002.004.
„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №400

2008 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2008 წლის                2 ივლისის №343 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №96, მუხ. 1055) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული მედლებისა და დიპლომების დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“;

ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო.“;

გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. გარდამავალი დებულება

2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენა მოხდეს 2008 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო კონკურსის საბოლოო შედეგი და ლაურეატთა სია გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2008 წლის      23 ნოემბრისა.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი