„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 22/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
164
18/06/2010
სსმ, 73, 22/06/2010
000000000.00.000.000000
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №164

2010 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგ­რამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღ­ვე­ვის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუ­ჩე­რის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დად­გე­ნილებაში (სსმ III, 2009 წ., მუხ. 1798, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილებები და და­­მატებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

,,8. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები და­ფი­ნანსდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალის­წი­­ნებული მიზნობრივი სახსრებიდან; ამასთან, 2010 წელს ვაუჩე­რის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტით გათ­ვალისწინებული ბენეფიციარებისათვის (მათ შორის, ხანდაზ­მულ­თა­თ­ვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის) გან­კუთვ­­ნი­ლი სადაზღვევო პრემია დაფინანსდეს ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,მზრუნველობამოკ-ლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის სა­ხელ­მწიფო პროგრამისათვის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 11 01 05) გათვალისწინებული ასიგნებები­დან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვე­პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,გ) ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური – სა­ქარ­­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯა­რო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები:

,,ზ) გეგმური ჰოსპიტალიზაციის დაფინანსებისას სადაზღვევო კომპანია ხელმძღვანელობს დადგენილი ლიმიტის ფარგლებში იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო პერიოდი ამოწურულია;

თ) იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პერიოდის ამოწურვის შემდეგ ბენეფიციარი აღარ არის სახელმწიფო პროგრამების მო­სარ­­გებლე, სადაზღვევო კომპანია აგრძელებს გადაუდებელი ჰოს­პიტა­ლი­ზაციის დაფინანსების ვალდებუ­ლებას, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარის ლიმიტისა, სადაზღვევო პერიოდის ამოწურვის შემ­დეგ;

ი) იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პერიოდის ამოწურვის შემ­­დეგ ბენეფიციარი რჩება სახელმწიფო პროგრამების მოსარგებ­ლედ, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დაფინანსების ვალდებუ­ლე­ბა არსებულ სადაზღვევო კომპანიას აქვს სადაზღვევო ხელ­შეკ­რულების ამოწურვის თარიღამდე და იგი ავტომატურად გადადის ახალ სადაზღვევო კომპანიაზე ახალი სადაზღვევო პერიოდის ძა­ლაში შესვლის თარიღიდან (მიუხედავად იმისა, ახალ სადაზღვევო კომპანიას გადაცემული აქვს თუ არა ბე­ნე­ფი­ციარისათვის სა­და­ზღ­ვევო პოლისი).“.

3. დადგენილების №4 დანართში (სამედიცინო რაიონები) ბა­კუ­­რიანში საწოლების რაოდენობა 15-ის ნაცვლად განისაზღვ­როს 5 საწოლით, ხოლო მცხეთაში – 15-ის ნაცვლად – 25 საწო­ლით.

მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქ­ტის ,,ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირ­ველი მუხ­ლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             ნ. გილაური