„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 05/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.05.002.002
  • Word
399
05/08/2008
სსმ, 111, 05/08/2008
120.010.000.05.002.002
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №399

2008 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., 38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი:

კ.ა) აწარმოებს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის ანალიზს;

კ.ბ) ახორციელებს თავდაცვის სისტემის განვითარებისათვის მიმართული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზსა და კონტროლს;

კ.გ) აწარმოებს შესაძენი საშუალებების ნატოს სტანდარტებთან, საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის ამოცანებთან თავსებადობის ანალიზს;

კ.დ) უზრუნველყოფს დაგეგმილი შესყიდვების სასიცოცხლო ციკლის და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზს;

კ.ე) უზრუნველყოფს თავდაცვის რესურსების ეფექტიანად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნას, სისტემატურ განახლებასა და ანალიზს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი