„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 22/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
161
18/06/2010
სსმ, 73, 22/06/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2010 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქ­ტების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის სა­ფუძველზე და „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირე­ბის  შე­­სახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­მი­­სად „საქართველოს ენერ­გეტიკის სა­მინისტროს დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპ­რილის №71 დადგე­ნილებით დამტკი­ცე­ბულ დებულებაში (სსმ III, 2006 წელი, №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამო­­ღე­ბულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინა­არ­სის „თ“ ქვეპუნქტი: 

„თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.

3. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება და მის სამართავად სათანადო ზომების მიღება;

ბ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავა­ლი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სისტემაში სა­ქარ­თველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართვე­ლოს მთავრობისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნორ­მატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის უზ­რუნ­ველ­ყოფა;

გ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავა­ლი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანო­ნი­ე­რების შემოწმება; 

დ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავა­ლი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,სახელმწიფო შეს­­­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბუ­ლი პროცედურების კანონიერების შესწავლა და  ხელშეკრულე­ბებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწ­მება;

ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების  ადე­კვა­ტუ­რობისა და ეფექტიანობის შეფასება;  

ვ) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებ­ლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ზ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დუ­რების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკო­ნომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიე­რების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამ­სა­ხურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კა­ნონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშ­ნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, ასევე მოსალოდნელი დარ­ღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, წინასწარი ღო­ნისძიებების განხორციელება უფლებამოსილების ფარგლებში;

ი) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გა­დაც­დომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შე­მოწ­მების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებუ­ლების ხელმძღვანელისათვის წარდგენა;

კ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებ­ლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორ­ციე­ლება;

ლ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირ­ვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექა­ნიზ­მების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიე­რე­ბის დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს ,,სახელმწიფო შიდა აუდი­ტი­სა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ელექ­ტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქარ­თველოს კანონიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებ­­ლო­ბას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივლი­სიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             . გილაური