სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 22/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
160
18/06/2010
სსმ, 73, 22/06/2010
000000000.00.000.000000
სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/06/2010 - 24/05/2011)

სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2010 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესა­ბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალ­დებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახს­რებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწო­დებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების თანდართული წესი.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდე­ბულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახს­რე­ბიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგა­რიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინან­სების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივ-ნისის №116 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                            ნ. გილაური  

სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესი

1. ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს 2010 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საქართველოს იურიდიული პირების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტები) მიერ საქართველოს სახელ­მწი­ფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქ­ციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების პირო­ბებს.

2. წესი შემუშავებულია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების (შემდგომში – საგარეო ვალის და­ფარვა) ხარჯების შემცირების, ეროვნული წარმოების სტიმული­რე­ბი­სა და იმ ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ხელშესაწყობად, რომელთაც აქვთ სათანადო საქმიანი კონტაქტები და უშუალოდ ან მე­სამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს კრე­დი­ტორი ქვეყნებისათვის.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარვისათვის გან­კუთვნილი სახსრებიდან ეკონომიკური აგენტებისათვის ანაზღაუ­რე­ბუ­ლი სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქარ­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით კრე­დი­ტორი ქვეყნე­ბისადმი საგარეო ვალის დაფარვის მიზნით მო­ცე­მული წლისათვის გა­მო­­ყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას.

4. ეკონომიკური აგენტების დაფინანსების განხორციელები­სათ­ვის აუცილებელია არსებობდეს კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორ­გა­ნოთა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კრედიტორი ქვეყნისათვის ეკონომიკური აგენტების მიერ რომელიმე კონკრეტული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტის (მიწოდების) შემთხვევაში ექს­პორ­­ტირებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შესაბამისად შეამცირებენ კრედიტორი ქვეყნისადმი საგარეო ვალის მო­ცულობას.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საგარეო ვალის მოცულობის შემ­ცირება წინ უსწრებს ეკონომიკური აგენტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და დაფინანსება ხორციელდება საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შო­რის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. ეკონომიკური აგენტების მიერ წინასწარი დაფინანსების თაო­ბაზე თხოვნით მომართვის შემთხვევაში, წინასწარი დაფინანსების თან­ხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტი­ლებას იღებს საქართველოს მთავრობა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

7. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული: 

ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გამოგზავნილი შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას;

ბ) რისი მიწოდება ხდება (მოხდა) საგარეო ვალის შესამ­ცირებ­ლად (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების);

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძვლად ჩაითვლება კრედი­ტო­­­რი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება საგარეო ვალის კრედიტორი ქვეყნის წინაშე კონკრეტული თანხით შემცირების თაო­ბაზე;

დ) მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის ეკონომიკური აგენ­ტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მათ მიერ საგარეო ვალის დაფარვის ანგარიშში კრე­დიტორი ქვეყნისათვის წლის განმავლობაში მისაწოდებელი პრო­დუქ­ციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება;

ე) მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში საგარეო ვალის შემ­ცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზ­ღაუ­­რების ვადა;

ვ) სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალისწინებითაც მოხ­დება ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურება;

ზ) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში ეკონომიკური აგენ­ტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე უზრუნველყოფს კრედი­ტორი ქვეყნისათვის მიწოდებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახუ­რების) ღირებულების ანგარიშში საგარეო ვალის დაფარვას, გადა­წყ­­ვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის შესაბამისი თანხის ანაზ­ღაუ­რების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ხელშეკრულებით გან­საზღვრული პირობების სრულად შესრულებიდან ორ კვირაში საქარ­თველოს მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას ხელშეკრულებით გან­საზღვრული პირობების შესრულების თაობაზე.