,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 26/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.279
  • Word
145
25/08/2005
სსმ, 100, 26/08/2005
010.240.030.10.003.000.279
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №145

2005 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ნებართვების გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების ზედამხედველობა;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;“;

გ) „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში არიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა:

ა.ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ა.ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და სხვა ორგანიზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება, სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა;

ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ა.დ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მოწოდება;

ა.ე) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა და სამინისტროს ქონებრივი ურთიერთობის რეგულირება;

ა.ვ) სამინისტროს ცეტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; სამინისტროს მუშაკთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ატესტაციის ორგანიზება; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია;

ა.ზ) სამინისტროს უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;

ბ) გენერალური ინსპექცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების, სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი; სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსის ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია;

დ) სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინაცია; მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნის, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ორგანიზება; საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ე) სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა აგროსასურსათო სექტორსა და აგრარულ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, სანაშენე მეცხოველეობის განვითარების ორგანიზაცია.“.

3. დებულების მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო.

2. საქართველოს ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებანი, განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

4. დებულების მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სამინისტროს გამგებლობაში არიან შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები:

ა) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი;

ბ) წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარატმენტი – „საქმინხილწყალი“;

გ) თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია;

დ) სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექცია;

ე) მცენარეთა დაცვის სამსახური;

ვ) აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური.“.

5. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრი – „საქჯიშცენტრი“.“.

    მუხლი 2

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები:

ა) თევზის მეურნეობის დეპარტამენტი „საქთევზი“;

ბ) ქვეყნის შიგნით ზამთრის საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების რაზმი;

გ) აჭარის საძოვრების ადმინისტრაცია;

დ) მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრი „აბრეშუმის სახლი“;

ე) აგროსაინჟინრო სამსახური;

ვ) კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური;

ზ) მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტი.

2. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის რაიონული სამმართველოები.

    მუხლი 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორ თვეში უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და რაიონების სოფლის მეურნეობის სამმართველოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

    მუხლი 4

ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ძალაშია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში.

    მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი