დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის №3/141 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/194 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 27/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.015101 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.101
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/194
2010 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის №3/141 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის №3/141 ბრძანებით (სსმ III, 07.04.2005წ., №40, მუხ. 435) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.
2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალის-წინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.“.
3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.
4. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის შემოქმედებითი სტრუქტურული ერთეულების მუსიკალურ დირექტორებს;“.
5. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „პ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ცენტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ცენტრის ბიუჯეტი;“.
6. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „რ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს“.
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ცენტრის ქონება
1. ცენტრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად;
2. ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული მუსიკალური საკრავების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან;
3. ცენტრის ქონებად ითვლება, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი“.
8. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა“.
9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები