ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 18/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26
24/09/2010
სსმ, 39, 18/10/2010
010260020.35.136.016010
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/10/2010 - 26/11/2010)

ხულო მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №26

2010 ლის 24 სექტემბერი

დ. ხულო

ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულო მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

1. დამტკიცდეს ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა ;

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 მარტის 9 დადგენილება;

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე   ნ. თავართქილაძე

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

  1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას, მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას.

 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი , საქართველოს კანონმდებლობი ა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 3. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.

    მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები

  1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:

 ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

 ბ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

 გ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;

 დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

 ე) სამზარეულო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

 ვ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

 ზ) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ;

 თ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

 ი) შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება;

 კ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი;

 ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის ედეგად დაზარალებულ ოჯახების დახმარებაზე და განსახლებაზე წინადადებების შემუშავება;

 მ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

 ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

 ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

 გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია

  1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 3. სამსახურის უფროსი:

 ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებ სა და ფუნქციების შესრულებაზე;

 ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;

 გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.

 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.