დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 17 სექტემბრის №3/201 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 27/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.015077 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.077
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/171
2010 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 17 სექტემბრის №3/201 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 17 სექტემბრის №3/201 ბრძანებით (სსმ III, 02.10.2008წ., №145, მუხ. 1446) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გაუწიოს დახმარება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში.“.
2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან.“.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს დებულებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს“.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.
5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ცენტრის ქონება
ცენტრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება, მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები