„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №3/333 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3/161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.015068
  • Word
3/161
23/08/2010
სსმ, 106, 27/08/2010
040030000.22.054.015068
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №3/333 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.068

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება 3/161

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №3/333 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №3/333 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 2008 წ., №170, მუხ. 1750) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს კონსერვატორიის წესდებას;

ბ) უზრუნველყოფს კონსერვატორიის პროგრამულ დაფინანსებას;

გ) მონაწილეობს კონსერვატორიის სააკრედიტაციო პირობების შემუშავებაში;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს კონსერვატორიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;“.

3. 39-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;“.

4. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსერვატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“.

6. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსერვატორიამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივ, საქმიანობის ფარგლებს.“.

7. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.“.

8. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსერვატორიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა