დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 380 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 24/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №380
2008 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები;
გ) მე-10 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონსულტანტი;“;
დ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მთავარი ბუღალტერი.“;
ე) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანაშემწე;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დამხმარე მოსამსახურე.“;
ვ) ამოღებულ იქნეს 24-ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“, „მ“, „ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები;
ზ) ამოღებულ იქნეს 25-ე მუხლის „თ-ო“ და „ჟ-ს“ ქვეპუნქტები;
თ) ამოღებულ იქნეს 26-ე მუხლის „დ-ვ“ და „თ-ჟ“ ქვეპუნქტები;
ი) VII1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 261. მთავარი საჯარო თანამდებობა
შემოსავლების სამსახურის უფროსი.
მუხლი 262. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის უფროსი/სამსახურის უფროსის აპარატის უფროსი;
გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
დ) მრჩეველი;
ე) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი;
ვ) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე;
ზ) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსი/ადმინისტრაციის უფროსი/განყოფილების უფროსი;
თ) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე/სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ი) ტერიტორიული ორგანოს უფროსი;
კ) ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე.
მუხლი 263. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსის აპარატის სამმართველოს/ცენტრის უფროსი;
ბ) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
გ) განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
დ) ტერიტორიული ორგანოს მთავარი ბუღალტერი;
ე) მთავარი ბუღალტერი;
ვ) უფროსი ბუღალტერი;
ზ) ბუღალტერი;
თ) ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს/ადმინისტრაციის უფროსი;
ი) ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
კ) ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი;
ლ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი;
მ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე;
ნ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
ო) საბაჟო საგუშაგოს უფროსის მოადგილე;
პ) ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ჟ) უფროსი გამომძიებელი;
რ) გამომძიებელი.
მუხლი 264. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) უფროსი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი;
დ) მთავარი ინსპექტორი;
ე) უფროსი ინსპექტორი;
ვ) ინსპექტორი;
ზ) უმცროსი ინსპექტორი;
თ) უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;
ი) ინსპექტორ-გამომძიებელი;
კ) ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბუღალტერი;
ლ) ტერიტორიული ორგანოს ბუღალტერი;
მ) უფროსი მზვერავი;
ნ) მზვერავი;
ო) თანაშემწე;
პ) დამხმარე მოსამსახურე.“;
კ) რეესტრს VII1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII2 და VII3 თავები:
„თავი VII2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 265. მთავარი საჯარო თანამდებობა
სახაზინო სამსახურის უფროსი.
მუხლი 266. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის უფროსი;
გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
დ) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინის უფროსი;
ე) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინის უფროსის მოადგილე.
მუხლი 267. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამმართველოს უფროსი;
ბ) მთავარი ბუღალტერი;
გ) განყოფილების უფროსი.
მუხლი 268. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) უფროსი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი;
დ) თანაშემწე;
ე) დამხმარე მოსამსახურე.
თავი VII3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გენერალური ინსპექციის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 269. მთავარი საჯარო თანამდებობა
გენერალური ინსპექციის უფროსი.
მუხლი 2610. წამყვანი საჯარო თანამდებობა
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
მუხლი 2611. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამმართველოს უფროსი;
ბ) ბუღალტერი.
მუხლი 2612. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) უფროსი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი;
დ) თანაშემწე;
ე) დამხმარე მოსამსახურე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები