,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2008 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“

  • Word
,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2008 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 22/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.08.002.004
  • Word
379
21/07/2008
სსმ, 103, 22/07/2008
120.260.020.08.002.004
,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2008 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №379

2008 წლის 21 ივლისი

 ქ. თბილისი

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2008 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:

1. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა განხორციელდეს 2008 წლის 23 ივლისიდან 2008 წლის 30 დეკემბრამდე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1200 წვევამდელით.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1200 წვევამდელით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

5. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.კვიტაშვილი) ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

7. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი.მერაბიშვილი) აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე მუნიციპალიტეტების გამგეობებს და თვითმმართველი ქალაქების მერიებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

9. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი