„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3/175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.015081
  • Word
3/175
23/08/2010
სსმ, 106, 27/08/2010
040030000.22.054.015081
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.082

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება 3/175

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №3/88 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №36, მუხ. 318) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით განისაზღვროს ანსამბლის საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი.“;

2 მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ანსამბლის ქონება

1. ანსამბლს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ანსამბლის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-გაანგარიშება

ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-გაანგარიშება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადებში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. ანსამბლის საქმიანობის კონტროლი

2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

     „მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა