„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 6 იანვრის №3/3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3/174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.015081
  • Word
3/174
23/08/2010
სსმ, 106, 27/08/2010
040030000.22.054.015081
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 6 იანვრის №3/3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 6 იანვრის №3/3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.081

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება 3/174

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 6 იანვრის №3/3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 6 იანვრის №3/3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2010 წ., №3, მუხ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასწავლებლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.

3. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წარუდგენს განსახილველად სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებებს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს საბჭოსთან;“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებაზე.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა