დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 22/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №376
2008 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებული დებულების №2 დანართის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილეებს, ქალაქ თბილისის მერიის არა უმეტეს 10 თანამშრომელს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინების საფუძველზე, ქალაქების მერებს, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა);“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები