დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450090050.32.040.000045 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.090.050.32.040.000.045
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №40
2010 წლის 13 ივლისი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №67(23.282), 22-23 ივნისი, 2010 წელი) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნება განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) საშტატო ერთეულით, მათ შორის, სამმართველოს მოსამსახურეთა რიცხოვნობა 65 (სამოცდახუთი) საშტატო ერთეულით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები