„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.015046
  • Word
767
26/08/2010
სსმ, 106, 27/08/2010
140010000.22.034.015046
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.015.046

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 767

2010 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებით (სსმ III, 20.06.2007წ., №85, მუხ.909) დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო.“.

2. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა“ ქვეპუნქტი.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

    მუხლი 91. . თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენცია

1. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდეგი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ბ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიური წარდგენა მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;

გ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.

2. ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს უფროსი.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი