დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 622 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 04/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.014940 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.940
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №622
2010 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.10, №33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:
„ვ2) საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი:
თ.ა) სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველო;
თ.ბ) საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველო.“.
4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი
1. სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა;
ბ) საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საქონლის იდენტიფიკაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა;
ბ) საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა;
გ) საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
7. მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილების შეტანას; კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს და ნებართვის გაუქმებას;“.
8. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილების შეტანას; კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს და ნებართვის გაუქმებას;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები