შპს „თბილავიამშენისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
შპს „თბილავიამშენისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
265
26/08/2010
სსმ, 106, 27/08/2010
000000000.00.000.000000
შპს „თბილავიამშენისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 265

2010 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „თბილავიამშენისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვე­პუნქ­ტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდარ­თული შპს „თბილ­ავიამშენისა­თვის“ საქონლისა და მომსახურების შეს­ყიდ­ვების სპეციალური წესი.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნა­ვე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შპს „თბილავიამშენისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „თბილავიამშენისათვის“ საქონლისა და მომსა­ხუ­რების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შე­მუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუ­ნ­ქ­ტის „ა.თ“ ქვე­პუნქ­ტის შესაბამისად და ადგენს შპს „თბილ­ავია­მშენისათვის“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის (შე­მდ­გომ­ში – საწარ­მო) სა­ქონლისა და მომსახურების შესყიდ­ვე­ბის სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გა­თვალისწინებით, შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.

3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყე­ნე­ბულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგა­ნი­ზა­ციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის სა­კრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყ­ნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებას­თან და­კავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემ­თხ­ვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შეს­ყიდ­ვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალ­ურ­თი­ერ­თობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანი­ზა­ცი­ების შეს­ყიდ­ვე­ბის პროცედურები შესაძლებელია გამოყე­ნე­ბულ იქნეს მხო­ლოდ საქართველოს მთავრობის განკარგუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების გადაწყვე­ტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.

6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორ­ციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სა­ქართ­ველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვ­ნე­ლობა:

ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინან­სური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, სა­პრო­ექტო სამუშაოების და სხვ.);

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – შპს „თბილავიამშენი“ და მისი შვილობილი საწარმოები;

გ) შპს „თბილავიამშენის“ შვილობილი საწარმოები – სა­წარ­მო, რომელშიც შპს „თბილავიამშენს“ ეკუთვნის კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „თბილავიამშენისა“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50%-ს;

დ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი და მომ­სა­ხურება;

ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომ­პო­ნენ­ტების, ტექნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები;

ვ) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევე­ბუ­­ლი შესყიდვის ობიექტი, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექ­ვემდებარება. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება შეიძლე­ბა წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხო­ლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერთი გა­მარჯ­ვებული;

ზ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის სა­გა­ნი (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომ­სა­ხურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სა­ქონლის ღირებულებას;

თ) სამშენებლო სამუშაო – შე­ნო­ბის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონ­სტ­რუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან და­კავშირებული ნებისმიერი სა­მუშაო (მათ შორის, სამშენებ­ლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებო­ბის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშე­ნებლობასთან დაკავშირე­ბული საკომუნიკაციო ქსელების მოწ­ყობის სამუშაოები), აგ­რეთვე მშენებლობის თანამდევი მომ­სა­ხურება, როგორიცაა ბურ­ღ­ვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოს­მო­სური და აეროგა­დაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ­რულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომ­სა­ხუ­რება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სა­მშე­ნებლო სამუშაოს ღირებულებას;

ი) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, სა­ქონ­ლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზ­ნე­ბი­სათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნო­ბასა და ლიზინგს;

კ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზი­კური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესყიდვის პროცედუ­რაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;

ლ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორ­განიზა­ციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება);

მ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის დასა­შვებია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფა­სის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადა­წყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გა­მო­ყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორი­ტე­ტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოე­ფიციენტს;

ნ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარ­მოს ინტერესებს ან მის ქონებას;

ო) საფასური – სატენდერო წინადადების წარდგენისა­თვის ამ წესით დადგენილი ოდენობით შემსყიდველი ორგანი­ზა­ციის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომე­ლიც დაბრუნებას არ ექვემდებარება;

პ) მექანიკური შეცდომა – მექანიკურ შეცდომად ჩაითვ­ლე­ბა დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგ­რაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექა­ნიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება იმავე დოკუ­მენ­ტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენ­ტე­ბიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის ში­ნაარსის არსებით შეცვლას;

ჟ) კომისია – საწარმოს დირექტორის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი სატენდერო კომისია;

რ) დირექტორთა საბჭო – საწარმოს დირექტორთა საბ­ჭო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – საწარმოს ხელ­მძღვანელი, მის მიერ შექმნილ სათათბირო ორგანოში შე­მავალ პირებთან ერთად.

    მუხლი 3. საწარმოს უფლება-მოვალეობები

1. საწარმო უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან ხელშეკრულება;

ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დი­ს­კვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩე­როს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულე­ბის პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვე­ვების არსებობისას.

2. საწარმო ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირე­ბუ­ლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული;

გ) თუ საწარმო ტენდერით შესყიდვის პროცედურის შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია ეს შესყიდვა განახორ­ციელოს შეჩერებული პროცედურების გაგრძელების მეშვეობით. ამისათვის საწარმოს სატენდერო კომისია შეჩერე­ბული შეს­ყიდვის მონაწილე ყველა პირს მიმართავს საკვა­ლიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადე­ბის, თანმხლები დოკუმენტებისა და საფასურის გადახდის და­მადასტურებელი ქვითრის წარდგენის შესახებ.

    მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირო­ბები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავ­ში­რებულ შემდეგ საქმიანობას:

ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორ­ცი­ელე­ბისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდე­რო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინა­და­დე­ბების განხილვასა და შეფასებას;

დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლა­პა­რა­კების გამართვას;

ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედა­მხედ­ველობას;

ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას.

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შეს­­ყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (სა­წარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალ­დებულია განაცხადოს წერილობითი უარი შესყიდვის გან­ხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.

3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რო­მელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

4. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იუ­რიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდ­ნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელ­დება აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელების მონაწილეების მიმართ;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეების მი­მართ.

    მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამოკითხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლე­ბით.

2. გადაწყვეტილებას შესყიდვის საშუალების გამოყე­ნე­ბის შესახებ იღებს საწარმოს დირექტორი.

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით, თუ შესყიდვის ობიექტია:

ა) კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგია, ბუნებ­რივი აირი, წყალი, დასუფთავება და სხვ.);

ბ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურება;

გ) მივლინების დროს და წარმომადგენლობითი მიზნები­სათვის განსახორციელებელი მომსახურება;

დ) საქონელი ან მომსახურება, რომლის შესყიდვაც გან­ხორ­ციელდება დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დასტურდება საბაჟო დეკლარაცი­ით, ზედდებულით ან/და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით (სა­ბან­კო გადარიცხვა, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტუ­რებე­ლი დოკუმენტი ან მიღება-ჩაბარების აქტი).

4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკით­ხვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფ­ლე­ბამოსილი პირი (პირები).

    მუხლი 6. ფასთა გამოკითხვა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს დო­კუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის, მომ­სახურების შესყიდვის შემთხვევაში.

2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორ­­განიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არა­ნაკ­ლებ 3 პირს.

3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოით­ხო­ვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობი­ექტთან დაკავშირებით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია დო­კუ­მენტაციის დაგზავ­ნი­დან არა უმეტეს 5 დღისა იღებს მოწ­ვეუ­ლი პირების გადა­წყვე­ტილებებს მონაწილეობის თაობაზე, ხო­ლო დოკუმენტა­ცი­ის დაგ­ზავ­ნიდან არა უმეტეს 15 დღისა იღებს განაცხადებს, რომ­ლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დო­კუმენ­ტებს:

ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ;

ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შე­სახებ.

5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელ­მოწერილი უნდა იყოს მონაწილე ფიზიკური პირის ან იური­დიული პირის ხელმძღვანელის მიერ.

6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერ­ჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულე­ბი­დან არა უგვიანეს 3 დღისა.

7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ შემსყიდ­ველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.

8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაც­ხა­დი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტა­ციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.

    მუხლი 7. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დირექტორთა საბჭო არანაკლებ 5 წევრის შე­მად­გენლობით.

2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან საწარმოს თანამშრომლები.

3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს საწარმოს ხე­ლმ­ძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კო­მისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომი­სიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენ­დერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გა­და­წყვე­ტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თა­ვი­სი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გა­დაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გა­დამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრე­ბი.

    მუხლი 8. სატენდერო კომისიის აპარატი

1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორ­განიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძ­ღვა­ნელის ბრძანებით, ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმ­ნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვა­ნე­ლობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

2. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენ­დერო დოკუმენტაციისა და ტენდერის მიმდინარეობასთან და­კავ­შირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვა­რების უზრუნველყოფა;

ბ) სატენდერო წინადადებების მიღება და რეგისტრაცია (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) სატენდერო დოკუ­მენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.

3. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავ­შირი იქონიოს პრეტენდენტებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.

4. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუ­მენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზ­რუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადე­ბის შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დას­რუ­ლებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადა­ეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგე­ნილი წე­სით შესანახად.

    მუხლი 9. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია საწარ­მოს სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქ­ვეყნებს გაზეთ „24 საათში“ და საწარმოს ვებგვერდზე ან/და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება საინფორმაციო საშუალებაში ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) საწარმოს რეკვიზიტები;

ბ) შესყიდვის ობიექტის სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღი­რებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთა­შორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას საწარმომ გაითვალისწინოს შემსყიდველისმიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხ­ვე­ვაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასად­გენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გა­თვა­ლისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შეს­რულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითი­თებას საწარმო საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღ­წე­რის მიზნით;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გა­წევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დო­კუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვა­და, ადგილი და ენა;

ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დო­კუმენტები;

ვ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ად­გი­ლი და ენა;

ზ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა (გამოყენების შემთხვევაში);

თ) სატენდერო საფასურის განაკვეთი;

ი) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პი­რის საკონტაქტო ინფორმაცია.

4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკი­ცებს სატენდერო კომისია.

5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს განსაზღვრავს სატენდერო კომისია საწარმოს ინტერე­სებიდან და შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნა­კლები.

6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენ­დერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორ­მაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინ­ფორ­მაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.

7. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტა­ნილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მო­ნაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა სატენდერო წინადადების, საკ­ვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გაგრძელების შესახებ ცვლილებისა.

    მუხლი 10. საკვალიფიკაციო მონაცემები

მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდ­ვის მონაწილე პრეტენ­დენტ­ების საკვალიფი­კა­ციო მონაცემები, განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კო­მისია ყოველი კონკრე­ტული შესყიდვისათვის.

    მუხლი 11. სატენდერო დოკუმენტაცია

1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რო­მელიც შეიცავს შესყიდვის ობიექტის, სატენ­დერო კომისიის მოთხოვნებისა და პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას, სატენ­დე­რო წინადადების ფორმას, ტენდერში გამარჯვებულთან დასა­დები ხელშეკრულების ძირითად პირობებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სახის ინფორმაციას.

2. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამტ­კიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყ­ნებამდე.

3. პირის მიერ სატენდერო საფასურის გადახდის შემ­დეგ სატენდერო კომისია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გა­დასცემს სატენდერო დოკუმენტაციას.

4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრე­ტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად;

ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტუ­ლო­­ბის მითითებით;

გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველ ან სავალდებულო ვადებსა და ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგა­ნი­ზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირე­ბით;

დ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნი­კურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, აგრეთ­ვე შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარის­ხობ­რივ მაჩვენებლებს, თუ ამას დაუშვებს შემსყიდველი ორგა­ნი­ზაცია;

ე) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლე­ბიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობი­ლი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმის შესახებ;

ვ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებუ­ლების გარდა სხვა ხარჯებს (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გა­და­სახადები და სხვ.);

ზ) მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადებისღირებულება;

თ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დო­კუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვა­დას, ადგილსა და ენას;

ი) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერ­ტების გახსნის დროს, ადგილსა და წესს;

კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ პირთა ვინაობასა და საკონტაქტო მისამართს, რომელთაც უფლება აქვთ, იქონი­ონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;

ლ) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების დროსა და ადგილს.

5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხო­ვ­ნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუს­ტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და შესყიდვის ობიექტთან დაკავ-შირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდრო­ულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს საკვალიფი­კა­ციო მონა­ცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სა­ტენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს.

    მუხლი 12. სატენდერო საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი

1. საფასურის გადამხდელები არიან საქართველოს ან უც­­ხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები (გა­ნუ­რ­ჩევ­ლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმი­სა), რომლებსაც გააჩნიათ სურვილი, მიიღონ მონაწი­ლეო­ბა ტენ­დერში.

2. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა საფასური 500 ლა­რის ოდენობით უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტა­ციის მიღების ვადის გასვლამდე.

3. საფასურის გადახდა წარმოებს საწარმოს მიერ ტენ­დერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგა­რიშზე.

4. საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარ­და შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პრო­ცე­დურების შეწყვეტის თაობაზე;

ბ) თუ საწარმომ ვერ უზრუნველყო საფასურის გადა­მხდე­ლი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გა­დაცემა.

5. საფასურის დაბრუნების თა­ობაზე გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია.

6. საფასურის დაბრუნების თა­ობაზე გადაწყვეტილება მიიღება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შე­მადგენლობის უმრავლე­სობით.

7. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება საფასურის და­­ბრუნების თაობაზე აისახება კომისიის სხდომის ოქმში და ოქ­მიდან ამონაწერის სახით, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაეცემა შესაბამის პრეტენდენტს.

8. სა­­ფასურის დაბრუნების შესახებ სატენდერო კომი­სიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტი­ლე­ბის მიღე­ბი­­დან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სა­წარმომ უნ­და უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საფასურის გადამხ­დე­ლი პირისათვის.

    მუხლი 13. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადე­ბას­თან ერთად დახურული კონვერტით წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატე­ბოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერში მონაწილე პი­რებს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის განმავლობაში.

4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:

ა) თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეო­ბა­ზე თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრუ­ლებამდე;

ბ) თუ გამარჯვების შემთხვევაში საწარ­მოს­თან არ და­დებს ხელშეკრულებას;

გ) თუ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში ხელ­შეკ­რუ­ლების გაფორმებამდე არ იქნება წარდგენილი ხელშეკ­რულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია;

დ) თუ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პრო­ცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გა­მო.

    მუხლი 14. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენისა და განხილვის წესი

1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წა­რედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება ერ­თობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომი­სიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დას­რულებისთანავე. კონვერტების გახსნის შემდეგ კომისია ად­გენს საკვალიფიკაციო შერჩევის, სატენდერო წინადადებების გან­ხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებს.

2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამ­დე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება.

3. კონვერტების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს შერჩევა. შერჩევის მიზანია წარდგენილი საკ­ვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენ­დერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ან/და ტენდერის ჩა­ტარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, სატენდერო კო­მი­სია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას შემდეგ შე­მთ­ხ­ვევებში:

ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;

ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცე­მების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს ან არ დაეთანხ­მება სატენდერო წინადადებაში ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნ­ქტების შესაბამისად შესწორებების შეტანას;

დ) თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუ­მენ­ტები აღმოჩნდება ყალბი;

ზ) თუ ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაც­ხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარადგენს ხელ­შეკრულების შესრულების გარანტიას.

4. სატენდერო წინადადების შერჩევის დროს უნდა შე­მოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეც­დომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში სატენდერო კო­მისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთა­ვაზოს შეცდომის გასწორება.

5. სატენდერო კომისიას შეუძლია თვითონ შეასწოროს მექანიკური ხასიათის შეცდომები შემდეგი წესების გათვალის­წინებით:

ა) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასსა და მთლიან ფასს შორის, რომელიც მიღე­ბულ იქნა ერთეულის ფასისა და რაოდენობის გამრავლებით (უპირატესობა ენიჭება ერთეულის ფასს);

ბ) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფრობრივად და სიტყვიერად გამოსახულ სიდიდეებს შორის (უპირატესობა ენი­ჭება სიტყვიერ გამოსახულებას).

6. სატენდერო კომისია ტენდერში გამარჯვებული პრე­ტენ­დენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გა­თვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების სა­ფუ­ძველზე.

7. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითე­ბული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას, აგრეთვე უპირატესობის მინიჭების სა­ფუძვლები.

8. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავ­ლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბ­რად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კო­მი­სიის თავმჯდომარის დასკვნა.

9. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გა­მარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდო­მის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა და­სკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენ­დერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღ­წერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინა­დადებები.

    მუხლი 15. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები

1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება საწარმოს მიერ სატენ­დერო დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.

2. საწარმო ვალდებულია შერჩევის პროცედურის დას­რუ­­ლე­ბისთანავე დაადგინოს სატენდერო დოკუმენტაციაში მი­თი­თებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობითაცნობოს შე­ფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.

3. სატენდერო კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცე­დურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.

4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენ­დენ­ტის დისკვალიფიკაციას.

5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კო­მისია წარუდგენს ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრე­ტენ­დენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს სატენდერო წინადა­დე­ბის ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.

6. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგი­თობით. სატენდერო წინადადების ფასის ცვლას იწყებს შე­ფასებაზე დაშვებული უმაღლესი სატენდერო წინადადების ფა­სის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.

7. ზეპირი ვაჭრობის დროს პრეტენდენტების მიერ ფა­სების შეცვლა ყოველ ჯერზე იწყება უკანასკნელად და­ფიქ­სირებული უმაღლესი ფასის გათვალისწინებით. თუ პრეტენ­დენტი არ ამცირებს ფასს, ამ შემთხვევაში ფიქსირდება პრე­ტენდენტის საბოლოო ფასი და ვაჭრობას აგრძელებენ და­ნარჩენი პრეტენდენტები.

8. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მო­ნაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.

9. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითო­ეული მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი ასახული უნდა იქნეს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სა­ტენდერო კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენ­დენ­ტე­ბი. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნება როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფას­ზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წი­ნადადების პირვან­დელი ფასი ან უკანასკნელი ხელმოწერილი ოქმით გან­საზღვ­რული ფასი.

10. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 16. ჩაშლილი ტენდერი

1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინა­დადება;

ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა საწარმოს მოთხოვნებს;

გ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა საწარმოს ფინანსურ შესაძლებ­ლო­­ბებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვე­ვე­ბ­ში ამავე წესის თანახმად ცხადდება ახალი ტენდერი.

    მუხლი 17. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სა­ტენ­­დერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვი­ა­ნეს 10 დღისა საწარმოსა და გამარჯვებულ პრეტენ­დენტს შო­რის იდება ხელშეკრულება.

2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვე­ვაში სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენ­დენტმა არ გამოთქვა თანხმობა სატენდერო წინადადებათა ხე­ლახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი ტენდერი. თუ სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა.

    მუხლი 18. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით.

2. მიმწოდებელთან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების პირობე­ბის გადასინჯვას ახორციელებს სატენდერო კომისია.

    მუხლი 19. ანგარიშის წარდგენა

1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საწარმოს კაპიტალის 20%-ზე მეტი წილის მფლობელს ან მმართველ ორგანოს ყოველ­წლი­უ­რად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტამდე.

2. ანგარიში წარდგენილი უნდა იყოს ამ წესის დანარ­თის შესა­ბამისად.

    მუხლი 20. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

დანართი

ა ნ გ ა რ ი შ ი

საწარმოს მიერ –––––––––––– წელს

განხორციელებული შესყიდვების შესახებ

შესყიდვის საშუალება

(ერთ პირთან

 მოლაპარაკება, ფასთა გამოკითხვა, ტენდერი)

შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება

მიმწოდებელი მხარის დასახელება

შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისა-თვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა