„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 678
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 30/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014105
  • Word
678
26/08/2010
სსმ, 107, 30/08/2010
230210000.22.033.014105
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.015.105

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 678

2010 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლს 37-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 და 372 პუნქტები:

„371. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე მოქცეული იყო საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას წინმსწრები საბაჟო რეჟიმის დასრულებისა და დეკლარაციით დარიცხული საბაჟო გადასახდელების გადახდის დადასტურების მიზნით, დეკლარანტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს:

 ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ საბაჟო ვალდებულებასა და დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადახდილ იმპორტის გადასახდელების თანხას შორის სხვაობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ამავე მუხლის 37-ე პუნქტის შესაბამისად;

ბ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის დეკლარანტთან არსებული ეგზემპლარი და განრიგის მიხედვით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

372. ამ მუხლის 371 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს განრიგში მითითებული თანხების გადახდის სისწორეს;

ბ) ამოწმებს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ საბაჟო ვალდებულებასა და დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადახდილ იმპორტის გადასახდელების თანხას შორის სხვაობის გაანგარიშებისა და გადახდის სისწორეს;

გ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის გაუქმებისა და საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ საბაჟო ვალდებულების შესრულების თაობაზე ინფორმაციის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით ამზადებს წერილობით დასკვნას, რომელიც ეგზავნება რეგიონული ცენტრის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 6 – „გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი 6. გადასახადის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

საქონლის ექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება, აქციზის და

დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი)

002

საქონლის რეექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

003

საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

004

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათა­ვი­სუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

009

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავ­თობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ლისწინებულ შემთხვევებში (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის “ლ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინე-ბული საქონლის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირე­ბულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუ­კომეტრების, სადიაგ-ნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (საბაჟო გადა­სახა­დისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორცი­ელებლად ბორტზე მიწოდ­ებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორ­ციელებლად ბორტზე მიწოდ­ებული საწვავი და საპოხი საშუალებები (საბაჟო გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი)

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთ­თობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რო­მელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსა­ყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-ისგან გათავისუფლება)

021

საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ სამეცნიერო და საგანმანათ­ლე­ბლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

022

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკი­რებულია ასეთად (დღგ-ისგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებ­რი­ვი აირის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

026

ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ანდა 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და

დღგ-ისგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქ­ტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძ­ლებელია)

053

მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

საბაჟო გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

203

სამეცნიერო ლიტერატურა, დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურა

207

სანაშენე ცხოველები, შინაური ფრინველი, ხარის სპერმა, მინერალური სასუქები, ქიმიკატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-ისა და აცქიზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

304

საზღვარგარეთ გამოცემული ბეჭდვითი პროდუქცია

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმის დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული (“ტრაბზონის¨ ჯიშის თამბაქოს გარდა)

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

703

ბორტზე მიწოდება შიდა რეისებისათვის

704

საბაჟო გარანტია სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებისას შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანის დროს

705

ნამუშევარი ნავთობპროდუქტებილიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი

625

2010 წლის 1 აგვისტომდე გაცემული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტი

 

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი