დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 284/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 30/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.015109 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.015.109
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №284/ნ
2010 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009 წ., №156, მუხ. 1876) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №10-ში „დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-8 მუხლის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ბ) ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირების ქვეკომპონენტის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც 1 ავადმყოფზე 1 თვის განმავლობაში შეადგენს 150 ლარს. თანაგადახდა არ ეხებათ აივ ინფექციით დაავადებულ პაციენტებს“.
2. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავადობის აქტიური გამოვლენის მიზნით, საქართველოს მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური (მათ შორის, ინსტრუმენტული) გასინჯვების ჩატარება ექიმ-სპეციალისტთა მიერ:
ა.ა) საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოთხილამურე ბავშვთა და მოზარდთა სამკურნალო-პროფილაქტიკური შემოწმების ჩატარება;
ა.ბ) ტყიბულის, ხაშურის, მარნეულის, გარდაბნის, მცხეთის და თელავის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში სამკურნალო-პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება;“.
3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის,სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ ორსულ ქალებში იოდისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა ზედამხედეველობისა და პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;
ო) დიაბეტური ბანაკის ქვეკომპონენტი;“.
4. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:
„ო) ტყიბულის, ხაშურის, მარნეულის, გარდაბნის, მცხეთის და თელავის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში სამკურნალო-პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ო.ა) ექიმი სპეციალისტების კონსულტაცია – კარდიოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი თერაპევრი, ოფთალმოლოგი, ორთოპედი;
ო.ბ) ექიმის დანიშნულებით პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, კერძოდ – ექოსკოპია დაელექტროკარდიოგრაფია;
პ) ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ ორსულ ქალებში იოდისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა ზედამხედეველობისა და პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
პ.ა) ენდოკრინოლოგის მიერ ფარისებრი ჯირკვლის პალპატორულ გასინჯვა;
პ.ბ) შარდში იოდურიის განსაზღვრა;
პ.გ) გამოვლენილი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ყველა საეჭვო შემთხვევის ღრმა ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;
პ.დ) ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები მოიცავს:
პ.დ.ა) სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას ELISA მეთოდით;
პ.დ.ბ) ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას;
პ.დ.გ) თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრას ELISA მეთოდით;
პ.ე) ენდოკრინოლოგის საბოლოო კონსულტაცია ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით;
ჟ) დიაბეტური ბანაკის ქვეკომპონენტი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ჟ.ა) დიეტოლოგის და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა;
ჟ.ბ) დღეში 6-ჯერ გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში;
ჟ.გ) ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალური სამკურნალო და დიეტური კვების რეჟიმის შემუშავება;
ჟ.დ) დიაბეტური განათლება;
ჟ.ე) ინსულინით და მისი ანალოგებით, ასევე გლუკომეტრებით და ჩხირებით უზრუნველყოფა.“.
5. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი
საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 163.6 ათასი ლარით, №1 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი №1. დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი
| № | ქვეკომპონენტის დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) | ანაზღაურების წესი | ბენეფიციარები |
| 1 | სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი, მ.შ: | 391.9 |
| მიზნობრივი ჯგუფები |
| 1.1 | მოთხილამურე ბავშვთა და მოზარდთა სამკურნალო- პროფილაქტიკური შემოწმების ჩატარება სამთო-სათხილამურო კურორტზე და შავი ზღვის სანაპიროზე | 94.0 | გლობალ ბიუჯეტი (ერთი ბენეფიციარის კომპლექსური კვლევის გასაშუალოებული ფასი შეადგენს 389 ლარს) | სპორტსმენთა ჯგუფი |
| 1.2 | ტყიბულის, ხაშურის, მარნეულის, გარდაბნის, მცხეთის და თელავის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში სამკურნალო- პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება | 49.0 | გლობალ ბიუჯეტი
| ტყიბულის, ხაშურის, მარნეულის, გარდაბნის, მცხეთის და თელავის მუნიციპალიტეტების, ასევე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში მცხოვრები მოსახლეობა |
| 2 | ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი | 25.0 | გლობალ ბიუჯეტი | ქვეყნის მთელი მოსახლეობა |
| 3 | კიბოს რეესტრის წარმოები ქვეკომპონენტი | 34.0 | გლობალ ბიუჯეტი | ქვეყნის მთელი მოსახლეობა |
| 4. | ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი | 50.4 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 3-ის შესაბამისად | ქ.თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი |
| 5 | სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 150.0 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 4-ის შესაბამისად | რისკ ჯგუფები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე |
| 6 | ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 25.0 | გლობალ ბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
| 7 | საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტით” განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი | 50.0 |
|
|
| 8 | ძუძუს კიბოს სკრინინგის ქვეკომპონენტი | 676.8 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება გასაშუალოებული სტანდარტით და შეადგენს 24 ლარს თითოეულ გამოკვლეულ ქალზე | იმერეთის, აჭარის, კახეთის და ქვემო ქართლის მოსახლეობა |
| 9 | 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი | 270.0 | გლობალ ბიუჯეტი | ქ. თბილისში მცხოვრები 0–3 წლამდე ასაკის ბავშვები |
| 10 | ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდაში ჩამორჩენის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 307.5 |
| მიზნობრივი ჯგუფები |
| 11 | რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულარული სიკვდილობის კვლევის ქვეკომპონენტი | 25.0 | გლობალ ბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
| 12 | ნარკომანიის პრევენცია – ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ქვეკომპონენტი“ | 49.0 | გლობალ ბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
| 13 | ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის,სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ ორსულ ქალებში იოდისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა ზედამხედეველობისა და პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 65.0 | გლობალ ბიუჯეტი | ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის,სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მცხოვრები ორსული ქალები |
| 14 | დიაბეტური ბანაკის ქვეკომპონენტი | 44.0 | გლობალ ბიუჯეტი | 8-დან 18 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბავშვები |
|
| სულ | 2 163.6 |
|
|
ცხრილი 2. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა
| № | ღონისძიების დასახელება | ერთეულის ფასი (ლარებში) |
| 1 | სმენის სკრინინგი | 2,0 |
| 2 | კომპიუტერული აუდიომეტრია | 60 |
| 3 | ტიმპანომეტრია | 6 |
ცხრილი 3. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი
| № | ღონისძიების დასახელება | ფასი |
| 1 | სიფილისის ექსპრეს-დიაგნოსტიკა დერმატოლოგიური პროფილის ავადმყოფებში (14-65 წლამდე) | 5 ლარი |
| 2 | სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა რისკ ჯგუფებში (კონტაქტი, წყარო) (17-20 წლამდე) | 31 ლარი |
| 3 | სხვა ხარჯი (მათ შორის მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა) | 10000 ლარი |
შენიშვნა:
1. საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტით” განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია პატრიოტთა 6 ბანაკის მომსახურება 5 თვის განმავლობაში.
2. თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (ცხრილი 4) არაუმეტეს 1000 ლარის ფარგლებში.
თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი. ყოველთვიურად ექიმის სახელფასო ფონდი განისაზღვრება 600 ლარით.
ცხრილი 4. მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა
| № | დასახელება | დოზა | ერთეული | რაოდენობა |
| 1. | იმოდიუმი | 2მგ | კაფს | 30 |
| 2. | ბარალგინი | 5მლ | ამპ | 15 |
| 3. | ბარალგინი | 500მგ | ტაბ | 20 |
| 4. | პარაცეტამოლი | 500მგ | ტაბ | 30 |
| 5. | სუპრასტინი | 2% 1მლ | ამპ | 10 |
| 6. | სუპრასტინი | 25მგ | ტაბ | 20 |
| 7. | სალბუტამოლის სულფატი-ინჰალაციური აეროზოლი | 100მკგ200დ | ბალონი | 2 |
| 8. | კორვალოლი | 25მლ | ფლაკონი | 3 |
| 9. | ვალერიანის წვეთები | 30მლ | ფლაკონი | 3 |
| 10. | დროტავერინის ჰ/ქ (ნო-შპა) | 40მგ | ტაბ | 2 კოლოფი |
| 11. | კოფეინი | 10% 1მლ | ამპ | 5 |
| 12. | გააქტივებული ნახშირი | 250მგ | ტაბ | 40 |
| 13. | დექსამეტაზონი | 4მგ/მლ | ამპ | 10 |
| 14. | პრედნიზოლონი | 30მგ/მლ | ამპ | 10 |
| 15. | სპირტი | 96% | 1მლ | 800 |
| 16. | რეჰიდრონი |
| პაკეტი | 20 |
| 17. | ამოქსიცილინი | 500მგ | ტაბ./კაფს | 30 |
| 18. | ამინოკაპრონის მჟავა | 5%-100მლ | ფლაკონი | 1 |
| 19. | წყალბადის ზეჟანგი | 3% 40მლ | ფლაკონი | 5 |
| 20. | ბამბა |
|
| 10 შეკვრა |
| 21 | აცეტილსალიცილის მჟავა | 300მგ | ტაბლეტები | 10 |
| 22 | ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი | 5%, 1ლ | ფლაკონი | 1 |
| 23 | იოდი | 10%, 200მლ | ფლაკონი | 1 |
| 24 | ტეტრაციკლინი HCL | 1%, 5მგ | თვალის მალამო | 1 |
| 25 | მარლის ბინტი | 10X10სმ, 100%ბამბა, 8-ფენა, სტერილური, | ყუთი/100 | 1 |
| 26 | მარლის ბინტი | 10X10სმ, 12-ფენა, სტერილური | ყუთი/5 | 10 |
| 27 | მარლის ბინტი | 10X10სმ, სტერილური, პარაფინით | ყუთი/10 | 1 |
| 28 | მარლის ლენტა | 8სმX4მ, ინდივიდუალურად შეხვეული |
| 8 |
| 29 | ელასტიური ბინტი | 8სმX4მ |
| 2 |
| 30 | ხელთათმანები სამედიცინო გასინჯვისათვის | ერთჯერადი, ლატექსი, არა-სტერილური | ყუთი/100 | 1 |
| 31 | ლეიკოპლასტირი | 2.5სმX5მ ცინკის ოქსიდატით |
| 2 |
| 32 | ლეიკოპლასტირი | 7.5X5მ, ცინკის ოქსიდატით |
| 1 |
| 33 | საოპერაციო მაკრატელი | 14 სმ |
| 1 |
| 34 | დანის ბასრი პირი | 1 | პაკეტი/5 | 1 |
| 35 | ჰემოსტატიური ქირურგიული პინცეტი | კოხერი 14 სმ, სწორი, 1X2 კბილანით | ყუთი | 1 |
| 36 | კორცანგი | 15.5 სმ |
| 1 |
| 37 | ფოლგაში შეხვეული 220X160სმ გადასაფარე-ბელი (rescue blanket) |
|
| 1 |
| 38 | ტუალეტის საპონი | 100გრ |
| 1 |
| 39 | საპნის ყუთი | 110X70X35მმ |
| 1 |
| 40 | უსაფრთხო ქინძისთავები | საშუალო ზომის (40მმ) სწორი, ნიკელით დაფარული | ყუთი | 1 |
| 41 | პირსახოცი | 42X50 სმ, 100% ბამბა |
| 1 |
| 42 | მედიკამენტების ჩანთა | 13X20სმ, პლასტიკი | პაკეტში/10 | 1 |
| 43 | მრავალმხრივი დანიშნულების ჩანთა | 40X32X20სმ |
| 1 |
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები