დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 08/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №349
2008 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ1) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;“;
ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ1) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი:
თ1.ა) ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ოპერატიულ-ტექნიკურ ხელშეწყობას;
თ1.ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები