დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №219
2010 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის შეერთების გზით.
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1115 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები