დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 01/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №339
2008 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის გათვალისწინებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №27, მუხ. 314) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ (დ. სანაკოევი):
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების (წესდების) დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი) და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ ამ ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები