„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 09/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.015141
  • Word
790
06/09/2010
სსმ, 114, 09/09/2010
040030000.22.034.015141
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.015.141

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 790

2010 წლის 6 სექტემბერი

. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და  „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის №1, №2, №3, №4, №5, №6, №8, №9, №12, №13 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

პლანშეტი №1

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი;  თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში წოდება)  შესაბამისი  ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

პლანშეტი №2

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი  №3

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ფერის კეპი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

პლანშეტი 4

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი პიჯაკი ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;   დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე;  შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №5

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე დათბუნებული ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა

პლანშეტი №6

1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი ფერის პალტო; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; რუხი ფერის ყელსახვევი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2.  ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი გრძელი დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის დათბუნებული კეპი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №8

სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა – სააღლუმო გამოსასვლელი დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ერთბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით და ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; დამცავი (ღია-ცისფერი ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი.

222222.jpg წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 

 

                                                                                                          BERET%20-%20sxakiBERET - shavi

 

 

 

 

                                                                                                               

 

 

 

 

 

ყოველდღიური სპეციალური ფორმა

პლანშეტი №9

1. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – შავი ფერის საველე ქურთუკი; შავი ფერის საველე შარვალი; შავი ფერის მაისური;  შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – კომუფლირებული საველე ქურთუკი; კომუფლირებული მაისური; კომუფლირებული პულოვერი;  შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3.   შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი.

     kokarda                   image 2                4 

                   

ქუდის ემბლემა (კოკარდა)

           IMAGE 1          1        2

 

სამკერდე ემბლემა

                       image3 3                     3

                       

                  სამკლაური ემბლემა                              ღილკილო

 

 

პლანშეტი 12

1. ქუდის ემბლემა (კოკარდა) – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ (მეწამულ) ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული ყვითელი (ოქროს) აფთი.

2. ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – ვერცხლისფერი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ  ფარზე ამოტვიფრულია ლაჟვარდისფერ ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია შავი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

2 1 . ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – შავი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ფარზე ამოტვიფრულია წითელ (მეწამულ) ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია ოქროსფერი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3. სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში მრგვალი მედალიონი, რომლის ოქროს ველზე გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. მედალიონის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველზე არის ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3 1 . სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე “POLICE”.

3 2 . სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია თეთრი ფერის წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

4.  სამკლა ური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. შავ ველზე, რომელსაც გარს არტყამს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახული ლომი. კომპოზიციის ზედა მხარეს არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „საქართველო”, ქვედა ნაწილში კი ოქროსფერ (ყვითელ) სადევიზე ბაფთაზე – „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი”.

5. ღილკილო –  საყელოს შავ ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომი.

5

 

 

 

წოდების აღნიშვნები

პლანშეტი 13

წოდების აღნიშვნები სამხრეების, სამკლავე დანაკერებისა (შევრონი) და ღილკილოების სახით.

1. პოლიციის გენერალ-მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ერთი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

2. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ორი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

3. პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ერთი ხვეული და სამი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

4. პოლიციის მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ერთი ხვეული. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

5. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

6. პოლიციის პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

7. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე).

8. პოლიციის ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე).

9. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი სამი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე).

10. პოლიციის კაპიტანი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლა ური ოქროსფერი ოთხი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ოთხი ვარსკვლავი (მცირე).

11. პოლიციის რიგითი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი). შევრონი – სამკლა ური შავი ფერის,   ხაზის გარეშე. ღილკილო – პლანშეტზე მოცემულ საყელოზე  განთავსებული შავი ფერის მანჟეტი წარმოადგენს  წოდების აღმნიშვნელს.

12. პოლიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ური ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

13. პოლიციის სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლაური ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

14. პოლიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლაური სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

15. პოლიციის ზემდეგი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოთხი ოქროსფერი ფართო ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლაური ოთხი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი.