დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 09/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.015151 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.015.151
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №82/ნ
2010 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხლი 380) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეულ, სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად) ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტის გადანაწილება პროპორციულად შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის ჩამონათვალის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები