დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საპატრიარქოსათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. კურზუში, მასარიონის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (5.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 01/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.040.050.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №335
2008 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. კურზუში, მასარიონის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (5.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. კურზუში, მასარიონის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ გაჭედილის სატყეო უბანში (ყოფილი საკოლმეურნეო ტყე) გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის გაჭედილის სატყეო უბანში (ყოფილი საკოლმეურნეო ტყე) 5.0 ჰა ფართობი;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები