დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 694 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 30/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №694
2010 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპ-რილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი;
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ.ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ვ1) ,,უსაფრთხოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
,,გ.ვ1.ა) ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, უსაფრთხოების წესების შემუშავება და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;
,,გ.ვ1.ბ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები