„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 30/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
692
30/08/2010
სსმ, 107, 30/08/2010
000000000.00.000.000000
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 692

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების (24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის) და ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარა-გებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი – კომისიის მდივანი

შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი – კომისიის წევრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი

შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მ. სააკაშვილი