დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 19/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.275 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №141
2005 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-8 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი – საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული ფასეულობების გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება; კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების აღრიცხვა, პასპორტიზაცია, ექსპერტიზა და მათი დაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოდან კულტურულ ღირებულებათა გატანისა და საქართველოში შემოტანის რეგულირება; კომპეტენციის ფარგლებში ძეგლზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების შესრულების კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე უკანონო გზით კულტურულ ღირებულებათა გატანის, შემოტანისა და საკუთრების უფლების უკანონო გადაცემისა და ძეგლზე უნებართვოდ შესრულებული სამუშაოების აღკვეთის პროცესში შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდაცვის და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა; მუზეუმების ფონდების, კოლექციების დაცვის, შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა; კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ინსტრუქციებით დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ ნებართვებსა და ლიცენზიებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება;“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები