„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 03/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.014927
  • Word
698
02/08/2010
სსმ, 95, 03/08/2010
140130000.22.034.014927
„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.927

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 698

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ა“ და „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2007წ., №75, მუხ. 809) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნული შეთანხმების წერილობითი ფორმით მიღებამდე უნდა შეჩერდეს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების აღსრულება.“.

2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„ბ) მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის (მხოლოდ ბინაში ცხოვრების უფლებით), იჯარის, ქირავნობის ან თხოვების უფლებას, საჯარო რეესტრში არარეგისიტრირებული ქირავნობის ან თხოვების ხელშეკრულება, კანონიერ ძალში შესული სასამართლოს (კერძო არბიტრაჟის) გადაწყვეტილება ან „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ლტოლვილის ან დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (მხოლოდ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებისათვის) ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობა-ინფორმაცია ობიექტში დროებით მცხოვრებ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ – თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავარაუდო ხელმყოფი ვალდებულია გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები.“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების დროს აკრძალულია ორთაბრძოლის სპეციალური ხერხების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირს, რაც საფრთხეს უქმნის აღკვეთის ღონისძიებების პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების მიზანშეუწონლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.“.

6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება

1. -------------------------------------- 2. -------------------------------------------------

     გაფრთხილების ადგილი                              გაფრთხილების თარიღი და დრო

3.--------------------------------------------------------------------------------------------------

               ხელმყოფის ვინაობა და სხვა მონაცემები (თუ ცნობილია)

4. -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი ორგანოს დასახელება

5. -------------------------------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

6. -------------------------------------------------------------------------------------------------

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა (მისამართი)

გაცნობებთ, რომ ------------------------------------------ (განცხადების თარიღი) დასაბუთებული განცხადებით მოგვმართა ----------------------------------------------- მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრემ (მისმა წარმომადგენელმა) ------------------------------------------------------------------------------------ (გვარი და სახელი ან იურიდიული პირის სახელწოდება) და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა, რაც გამოიხატა თქვენ მიერ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის კონკრეტული ქმედების აღწერა)

     მესაკუთრის (მისი წარმომადგენლის) მიერ წარმოდგენილია საკუთრების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტი ————————————————————

                                                                        (დოკუმენტის სახელწოდება, თარიღი და ნომერი)

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ვარ გაგაფრთხილოთ:

1. დაუყოვნებლივ ნებაყოფილობით შეწყვიტოთ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოთ თქვენი ნივთები.

2. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის დასრულებამდე წარმოადგინოთ აღნიშნული უძრავ ნივთზე თქვენი საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის (მხოლოდ ბინაში ცხოვრების უფლებით), იჯარის, ქირავნობის ან თხოვების უფლებას, საჯარო რეესტრში არარეგისიტრირებული ქირავნობის ან თხოვების ხელშეკრულება, კანონიერ ძალში შესული სასამართლოს (კერძო არბიტრაჟის) გადაწყვეტილება ან “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ლტოლვილის ან დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (მხოლოდ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებისათვის) ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

3. ზემოაღნიშნულ ვადაში ამ გაფრთხილებით განსაზღვრული კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში:

ა) თქვენ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ყალბი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში თქვენ პასუხს აგებთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) თქვენ მიმართ იძულებითი წესით განხორციელდება სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგავარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებები;

დ) თქვენ მიერ უძრავი ნივთის ადგილსამყოფელზე გამოუცხადებლობა ვერ გახდება სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი;

ე) სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან გამოთავისუფლდება მასში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ განთავსებული ყველა მოძრავი ნივთი;

ვ) უძრავი ნივთიდან გამოთავისუფლებული ნივთების მოვლა-შენახვაზე პასუხს არ აგებს უძრავი ნივთის მესაკუთრე და უფლებამოსილი პირი.

—————————————————————————————————— გაფრთხილების მიმღების ვინაობა, ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღიშვნა.

—————————————————

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი