დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული სისტემების მდგრადი პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად სარესურსო რეზერვების შექმნისა და მათი ეფექტური გამოყენების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 689 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 26/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №689
2010 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული სისტემების მდგრადი პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად სარესურსო რეზერვების შექმნისა და მათი ეფექტური გამოყენების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე
1. შეწყდეს საქართველოს მიმართ ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ელექტროენერგეტიკული სისტემების მდგრადი პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად სარესურსო რეზერვების შექმნისა და მათი ეფექტური გამოყენების შესახებ“ 2004 წლის 15 სექტემბრის შეთანხმების მოქმედება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების საქართველოს მიმართ მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები